მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების Pfizer-ით აცრა დაუშვა

618e650b4a238
ნათია თაქთაქიშვილი
12.11.21 18:07
624
ისრაელმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Pfizer-ით აცრა დაუშვა. ამისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საბავშვო დოზა იქნება განსაზღვრული. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო, სადაც 75 სამედიცინო ექსპერტიდან 73-მა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების ვაქცინაციას.

Pfizer-ის მიერ 2 268 ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა თითქმის 91%-ით ეფექტურია კორონავირუსის სიმპტომური ინფექციების პრევენციისთვის.

ისრაელის 6.2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მინიმუმ ვაქცინის ერთი დოზა, 5.7 მილიონმა მიიღო ორი დოზა და ოთხ მილიონზე მეტმა კი უკვე გაიკეთა ე.წ „ბუსტერი“ დოზა.

გამოცემის ცნობით, ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული ვაქცინების პირველი პარტია ისრაელში მომავალ კვირას ჩავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები