ისრაელმა ბეირუთის სამხრეთ უბნების ევაკუაციის ბრძანება გასცა - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
"ისინი “აგრძელებენ ოპერაციებს და დარტყმებს სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ”, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილ “ჰეზბოლას” ეკუთვნის", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევაკუაციის ბრძანება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ისრაელი “ჰეზბოლას” წინააღმდეგ მეტ დარტყმებს განახორციელებს.




























