მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ისრაელს სჭირდება სამუშაო ძალა, - ისრაელმა უნდა გამოყოს კვოტა საქართველოდან სამუშაოდ ჩასული ადამიანებისთვის"

58b017815fc6f
ელენე გოგბერაშვილი
24.02.17 15:22
2453
ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ორი ქვეყნის მთავრობებს ისრაელში სამუშაო ძალის ლეგალურად შესვლის საკითხის გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. როგორც პალატის ხელმძღვანელი, იციკ მოშე აცხადებს, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ისრაელში თითქოსდა ტურისტული მიზნით ჩადის, სამუშაოდ არალეგალურად რჩება.

მოშე აცხადებს, რომ ისრაელმა უნდა გამოყოს კვოტა სამუშაო ძალისთვის, რათა ადამიანებმა ისრაელში ჩასვლა ლეგალურად შეძლოს.

"ისრაელს სჭირდება სამუშაო ძალა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სწორედ ამიტომ ისრაელმა უნდა გამოყოს სამუშაო კვოტა საქართველოდან ჩასული ადამიანებისთვის. უნდა არსებობდეს სამუშაო ვიზა.

საქართველოს მთავრობის პოზიცია არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ალბათ არ მოუნდება ხვალ მილიონი ქართველი ჩავიდეს ისრაელში სამუშაოდ, თუმცა ისრაელში უკვე მუშაობენ ქართველები. წლის განმავლობაში ისრაელიდან საქართველოში ფულადი გზავნილის სახით 60 მილიონი დოლარი შემოდის. ვისურვებდი, რომ ეს მეტი იყოს, თუმცა მე არ ვარ მომხრე არალეგალური ჩასვლის", - აცხადებს იციკ მოშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები