მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ისრაელს შეუძლია 5 000 კადრი დაასაქმოს საქართველოდან, მაგრამ ამისთვის მთავრობის აქტიურობაა საჭირო"

579a20bdbc139
თელარა გელანტია
28.07.16 19:03
41828
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზინდენტი საქართველოს მთავრობის აქტიურობით კმაყოფილი არაა. როგორც იციკ მოშემ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, ისრაელს შეუძლია ყოველწლიურად საქართველოდან არა - 500, არამედ 5 ათასი კადრი მიიღოს და მშენებლობაზე დაასაქმოს, მაგრამ ამისთვის საქართველოს მთავრობის მეტი აქტიურობაა საჭირო. „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას იციკ მოშემ თქვა, რომ ვინაიდან სხვადასხვა შუამავლების წყალობით, ქართველ მშენებლებს ისრაელში სამუშაოდ არალეგალურად წასვლა უწევთ, ეს სოლიდური თანხა უჯდებათ, მნიშვნელოვანია, საკითხი მთავრობებს შორის მოგვარდეს.

"მე მჯერა, რომ საქართველოს მთავრობას უფრო აქტიურად შეუძლია იმუშავოს ისრაელთან. ირაელს შეუძლია 5000 ადამიანი მიიღოს საქართველოდან. ადამიანი ვინც დალაგებულად მიდის ისრაელში ვიზით, ეს სულ სხვა შემთხვევაა. ვინაიდან მაინც მიდიან და 10-15 000 დოლარი ჯდება ერთი ადამიანის არალეგალურად წასვლა ისრალში. შეიძლება მილიონობით დოლარი გადის ყოველთვე, იმ უკანონო ვიზებზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებშიც პრობლემას ქმნის“, - განაცხადა მოშემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები