მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში 1 242 744 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა ექსპორტზე

5b20f93a48464
თელარა გელანტია
13.06.18 15:10
1328
2017 წელს საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა 20.2 მლნ დოლარი იყო, რაც დაახლოებით, 5 მლნ დოლარით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

BM.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 14.1 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტს, ისრაელთან სავაჭრო სალდო უარყოფითია. კერძოდ, 2017 წელს ისრაელში ექსპორტმა 7 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა - 13.2 მლნ დოლარი.

2017 წელს საექსპორტო საქონლის ხუთეულში იყო: რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის გადამცემი აპარატურა (1,6 მლნ აშშ დოლარი), თხილი და სხვა კაკალი (878.9 ათასი), ხილის და ბოსტნეულის წვენები (841.4 ათასი), მინერალური და მტკნარი წყლები (831.2 ათასი) და ოპტიკური ელემენტები (653.7 ათასი).

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მიხედვით, გასულ წელს ისრაელიდან 1.5 მლნ დოლარის ღირებულების ელექტრული მანქანების და აპარატურის იმპორტი განხორცილდა, მეორე პოზიციაზეა აგრეგატული ლითონის დასამუშავებლად ჩარხები (1,1 მლნ დოლარი), სარეცხი და საწმენდი საშუალებები (1 მლნ), საჰაერო ან აირის კომპრესორები და ვენტილატორები (622 ათასი) და ფილები, ფურცლები სხვა პოლიმერული მასალებისაგან (557 ათასი).

ცნობისთვის: მიმდინარე წლის მაისში საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის შესახებ კვლევის დაწყებას მოეწერა ხელი. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, კვლევა ისრაელის ინვესტორებისთვის განსაზღვრავს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები