ისრაელში 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში Covid-19-ის ანტისხეულების მასშტაბური კვლევა დაიწყეს. ამის შესახებ BusinessInsider წერს.
ფართომასშტაბიანი ტესტირება ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მისცემს შესაძლებლობას შეაფასონ, თუ რამდენად გავრცელდა ისრაელში კორონავირუსი ბავშვებში, ბოლო 18 თვის განმავლობაში. კვლევაში 1400-მდე სპეციალისტი იქნება ჩართული და დაახლოებით 1,4 მილიონი ბავშვი გაიტესტება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქვეყანაში ბევრი მცირეწლოვანი იყო ინფიცირებული COVID– ით, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, მაგრამ მათ უმეტესობას დაავადება უსიმპტომოდ გადაჰქონდათ, ამიტომაც ისინი დიაგნოსტიკის მიღმა დარჩნენ.
ისრაელში ტესტირება სასწრაფო წესით დაიგეგმა, რაც მთელს მსოფლიოში კორონავირუსის დეტლა შტამის სწრაფ გავცელებას უკავშირდება და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ისრაელი იყო პირველი ქვეყანა, სადაც მოსახლეობა სრულად Pfizer-ის ტიპის ვაქცინით აიცრა, მაინც ინფექციის ახალი ტალღის მოლოდინი აქვთ და ახალი ტესტირების საფუძველზე ცდილობენ მის არიდებას. ხელისუფლება კი იმედოვნებს, რომ იმ ბავშვებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებენ ვაქცინაციისთვის საჭირო კრიტერიუმებს, აღმოჩნდება საკმარისი ანტისხეულები, რომლებიც გაათავისუფლებს მათ სავალდებულო იზოლაციისა და ტესტირებისგან.
ეს ყველაფერი კი ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ სრულფასოვნად გაიხსნას სასწავლო დაწესებულებები ქვეყანაში და ბავშვები დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას. რაც მთავარია არ იყვნენ დაავადების მთავარი გადამტანები.
ინფორმაციისთვის, უქმეებზე, ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, COVID-19 შემთხვევების რიცხვი 45-ით გაიზარდა და 650-ზე მეტს მიაღწია, ამის პარალელურად ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიწყო მესამე დოზით ვაქცინაცია და ამდროისთვის 1,3 მილიონი ადამიანი უკვე აცრილია ბუსტერული დოზით. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიოს მდიდარმა ქვეყნებმაც, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში, სექტემბრიდან გეგმავენ მესამე დოზით ადამიანების ვაქცინაციას.

























