"გვჯერა, რომ ისრაელიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის 100%-იანი ზრდაა შესაძლებელი", - განაცხადა "საქმიანი დილის" ეთერში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის გასავითარებლად მან კონკრეტული გეგმა წარუდგინა ისრაელის ტურიზმის მინისტრს. იციკ მოშეს თქმით, დღეს ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბევრი ქართველი ტურისტული ვიზიტით მიდის ისრაელში, თუმცა იქ სამუშაოდ რჩება. მოშეს განცხადებით, საუბარი მიდის სამუშაო კვოტების გაზრდაზე.
"საქართველოსა და ისრაელს შორის ტურიზმი ბოლო წლებში თითქმის ათჯერ გაიზარდა. დღეს ისრაელიდან ჩამოდის 70 000 ადამიანი, ჩვენ გვჯერა რომ შეგვიძლია მივაღწიოთ 100%-იან ზრდას.
რაც შეეხება ინვესტიციებს, ისრაელიდან ბოლო წლებში აღმოსავლეთ ევროპაში თითქმის არ გასულა ისრაელიდან ინვესტიციები, შემოდის საქართველოში. უახლოეს დღეებშიც კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება.
წინა წელს ჩამოვიყვანეთ 500 კაციანი დელეგაცია, საქართველოს უკეთ გასაცნობად.
მნიშვნელოვანი მიმართულებაა ველნეს-ტურიზმი. წელს 500 კაცი ისრაელიდან, რომლებიც აქამდე ტაილანდში დადიოდნენ, ჩამოვა რიქსოს-ბორჯომში.
ინვესტიციების გაზრდისთვის ორმხრივი მუშაობაა საჭირო, მათ შორის ბიზნეს ფორუმების ჩატარება. რეგიონში ისრაელს უფრო მეტი მეგობარი არ ჰყავს, ვიდრე საქართველო. სამუშაო საკმაოდ ბევრია, მაგრამ ამაში ორივე ქვეყნის მთავრობა უნდა ჩაერთოს. საქართველოსგან ინიციატივა უნდა იყოს მეტი, მზაობა ისრაელში ამხელა არასდროს ყოფილა.
გასულ კვირას შევხვდი ისრაელის ტურიზმის მინისტრს და შევიმუშავეთ გეგმა თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს საქართველოდან ტურიზმი ისრაელში. ერთი მიმართულება ეხება იმას რომ ქართველებმა მიიღონ სამუშაო ვიზა ისრაელში და მეორეს მხრივ, რომ ტურისტებისთვის გამარტივდეს შესვლა ქვეყანაში. ისრაელმა საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ გამხდარიყო ნათელი - ტურისტი ისრაელის გარეთ წარმოადგენს ქვეყანას. საქართველოს მომენტი რომ მიდიან როგორც ტურსტები და რჩებიან სამუშაოდ, არაა კარგი. ისრაელი საომარ მდგომარეობაშია და საკმაოდ დიდია შიში არალეგალურად მყოფი ადამიანების. ჩვენ უნდა გავზარდოთ კვოტები სამუშაო ვიზებზე, რომ ეს საკითხი დალაგდეს“, - განაცხადა იციკ მოშემ.

























