მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელში ქართველი ტურისტები დააკავეს

5d76406a4b404
მიხეილ ხაჩიძე
09.09.19 16:05
1470

ისრაელის ქალაქ აშდოდში ქართველი ტურისტები დააკავეს. ებრაული გამოცემების ცნობით, 2 ქართველი ვიზიტორი პოლიციამ ქურდობის ბრალდებით აიყვანა.


ქართველ მამაკაცებს ავტომობილის ქურდობა ედებათ ბრალად. კერძოდ, ისინი პლაჟებთან ახლოს  დაყენებული  მანქანებიდან ძვირადღირებულ ნივთებს იპარავდნენ. ჩხრეკისას დაკავებულებს მოპარული ნივთებიც თან აღმოაჩნდათ.


ამ დროისათვის, დაკავებულები   პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილნი. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები