მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში საქართველოს საელჩო სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს - როგორ დაუკავშირდებით საელჩოს?

საქართველოს ელჩი ისრაელში

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მისი ისრაელიდან გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ისრაელში სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს.

განცხადაბაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ჯორჯიან ეარვეისთან“ დამატებითი კომერციული რეისების დანიშვნაზე მუშაობს.

„ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ თითქოს ელჩმა დატოვა ისრაელი. ქვეყნიდან გასვლის არავითარი მიზეზი არ გვაქვს, აქ ვართ და სხვაგვარად არც იქნება. საელჩოს ყველა თანამშრომელი, მეშვიდე დღეა, სადღეღამისო რეჟიმში ვმუშაობთ.

ასევე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ჯორჯიან ეარვეისთან“ მუშაობს დამატებითი კომერციული რეისების დანიშვნაზე.

დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

მშვიდობიან დღეს ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და ყველა აქ მცხოვრებს.

შეგახსენებთ, ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს. თუ ვერ გამოდის ხაზი, კვლავ სცადეთ ან მოიწერეთ სმს, ასევე ვოთსაფზე. დაგიბრუნდებიან. თუ ასეც ვერ ახერხებთ, დაწერეთ თქვენი ტელეფონი აქ, კომენტარში და დაგიკავშირდებით.

+972 526 919092;

+972 528 888513;

+972 547 386813;

+972 526 494293

ნუ შეშინდებით, გაივლის ეს რთული პერიოდი და ყველაფერი კარგად იქნება“, - ნათქვამია ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები