პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა დღეს დილით დაიწყო.
რაკეტების გაშვებასთან ერთად ჰამასის სამხედროებმა ისრაელის ტერიტორიაზე ზღვიდანაც სცადეს შესვლა, ორმხრივი სროლებია ღაზას სექტორის საზღვართანაც - ინფორმაციას უცხოური მედია იტყობინება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების უწყებათა გადაუდებელი შეხვედრა მოაწყო და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შესახებ გაფრთხილება გამოაცხადა. ცნობილია, რომ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო ცეცხლი გახსნა.
ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელში თავდასხმის გამო აეროპორტები, გარდა ბენ გურიონის აეროპორტისა (რომელიც ოპერირებას უსაფრთხოების წესების თანახმად განაგრძობს), დაიხურა.
ჰამასის დაჯგუფება მომხდარზე პასუხისმგებლობას აღიარეს და აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულების 5 000 რაკეტა გაუშვეს.