მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ისთ ფოინთი": „მომხმარებელთა 30% ტურისტებზე მოდის“

63184bc389e70
თათია ჩაფიჩაძე
10.09.22 23:00
673
სავაჭრო ცენტრებში მომხმარებელთა რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. მოლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტურისტების მზარდი ნაკადების ფონზე ზაფხული ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტიური იყო.

„ისთ ფოინთის“ ინფორმაციით, კვირის დღეებში მომხმარებელთა რაოდენობა 20-22 ათასი, უქმეებზე კი 25 ათასამდე იზრდება. როგორც სავაჭრო ცენტრის მარკეტინგის ხელმძღვანელი თეიკო ლომინაძე აცხადებს, საერთო რაოდენობის 30% ტურისტებზე მოდის, რომელთა საშუალო დანახარჯები ადგილობრივზე გაცილებით მაღალია.

„ტენდენცია, რომელსაც ვუყურებთ ძალიან პოზიტიურია, საგრძნობლად დიდია ტურისტების წილი. ზუსტი ციფრების თქმა გამიჭირდება, თუმცა მათი წილი დაახლოებით 30%-ია, რაც ბიზნესისთვის საკმაოდ დიდ რიცხვს წარმოადენს, რადგანაც როგორც წესი, მათი დანახარჯები ადგილობრივებთან შედარებით გაცილებით მაღალია. მალე შევძლებთ ვთქვათ, რომ პანდემია დავამარცხეთ და ბიზნესი ძალიან სწრაფი ტემპებით იწყებს გამოჯანმრთელებას", - განაცხადა „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა თეიკო ლომინაძემ.

გასულ წელთან შედარებით 26%-ით გაიზარდა მომხმარებელთა რიცხვი თბილისი მოლშიც. როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელმა BMG-ის განუცხადა, მათი 30%-იც არარეზიდენტებზე ნაწილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები