სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 10 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვა დილის 08:00 საათიდან 09:00 საათამდე იმოქმედებს „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თაყაიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ მონაკვეთზე. ამ პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დამაკავშირებელი ქუჩების გამოყენებით: ხომლელის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძის, რაჭის, ასევე მეგობრობის, მშვიდობისა და ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩების გავლით.
09:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა მხოლოდ მიხეილ გახოკიძის ერთი მონაკვეთისთვის დარჩება ძალაში - „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის კვეთამდე. დანარჩენ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება, მათ შორის სესილია თაყაიშვილის, ხომლელისა და ევგენია მაისურაძის ქუჩებზე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერიის ცნობით, მიკროავტობუსები N519, N524, N540 და N554 დროებით იმოძრავებენ საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძისა და თვალჭრელიძის ქუჩების გავლით. უკუმიმართულებით ისინი ანალოგიურ მარშრუტს გამოიყენებენ.
N547 მიკროავტობუსი მგზავრებს შეზღუდვის პერიოდში მხოლოდ გახოკიძის ქუჩის N10-ის მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება.




























