მსოფლიოში ბრინჯის უმსხვილესი მწარმოებელი ამერიკული პროდუქტის იმპორტს იწყებს, - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთში ამერიკული ბრინჯი შევა, მას შემდეგ რაც გასულ კვირას ორმა ქვეყანამ ახალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია.
ჩინეთი ამერიკაზე 20-ჯერ მეტ ბრინჯს აწარმოებს, თუმცა ის ასევე მსოფლიოში ბრინჯის უმსხვილესი მომხმარებელია. გასულ წლებში ქვეყანამ ბრინჯის შესაძენად 1 მლრდ დოლარი დახარჯა. მხოლოდ გასულ წელს ქვეყანამ 5 მილიონი ტონა ბრინჯის იმპორტი განახორციელა. ამერიკიდან კი გასულ წელს ექსპორტზე 4 ტონამდე ბრინჯი გავიდა.

























