მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისტორიაში პირველად, ისრაელმა ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყო

58bd3980a0458
BM.GE
06.03.17 14:25
1676
პირველად ისტორიაში, ისრაელის სახელმწიფომ ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყო. როგორც AFP იტყობინება, იანვარში ბუნებრივი აირის ექსპორტი იორდანიაში კომპანიამ Delek Drilling დაიწყო, რომელიც ისრაელის „გაზის ოფშორული მარაგების“ ერთ-ერთი დეველოპერია.

როგორც კომპანიის პრეს-სამსახურში აღნიშნავენ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის შესახებ ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელი სხვა ქვეყანაში თავისი ბუნებრივი აირის ექსპორტს ახორციელებს. გაზს იორდანიის კომპანიები Arab Potash და Jordan Bromine ყიდულობენ, რომლებმაც 2014 წელს მოაწერეს ხელი 15 წლიან ხელშეკრულებას 2 მილიარდი კუბამეტრი მეტრი გაზის იმპორტზე საბადო "თამარი"-დან. არსებული ინფორმაციით, გარიგებამ 771 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2016 წლის სექტემბერში უფრო მსხვილ 10 მილიარდი აშშ დოლარის შეთანხმებას მოეწერა ხელი, საბადო "ლევიათანი"-დან გაზის მიწოდებაზე, რომლის განხორციელებაც 2019 წელს უნდა დაიწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები