ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს
საქართველოს ნაკრებს მთელი საქართველო გულშემატკივრობს, აჭარაბეთმა გადაწყვიტა გაემხნევებინა ნაკრების წევრები და შექმნა კამპანია #სიყვარულითსაქართველოდან, რომელშიც ერთიანდებიან აჭარაბეთის სპორტული ნაკრების წევრები და გულშემატკივრები, რომლებიც საქართველოდან ამხნევებენ ნაკრებს.
აჭარაბეთმა გადაწყვიტა ამ ისტორიული მოვლენისთვის უნიკალური პროექტი მიეძღვნა და შექმნა კომიქსი.
„მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, ის ფაქტი, რომ მსოფლიოზე პირველად გავედით, კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ამ მოვლენის მნიშვნელობას. ჩვენთვის, როგორც სპორტის და კალათბურთის ნაკრების მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ ისტორიულ მოვლენაში და შევქმენით კამპანია #სიყვარულითსაქართველოდან, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა პირველი სრულყოფილი სპორტული კომიქსი სახელწოდებით „მინი გმირები“, რომელშიც გაერთიანებულები არიან, როგორც კალათბურთელები, ასევე, გულშემატკივრები, რომელთა მხარდაჭერაც ყველგან და ყოველთვის მნიშვნელოვანია, სადაც არ უნდა თამაშობდეს ჩვენი გუნდი, გულშემატკვირების მხარდაჭერა მათ ყოველთვის აძლიერებთ.“
„უნიკალური შემთხვევაა, ქართული სპორტის თემაზე სრულყოფილი კომიქსის შექმნა. ასეთი გამოწვევა ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის და სპორტის, კერძოდ კალათბურთის სტაჟიანი გულშემატკივრისთვის ძალიან გასახარი და საამაყოა.
სიამოვნებით ჩავერთე პროექტში George Gamez Creative Studio-ს გუნდით,შევქმენით კომიქსის ვიზუალური კონცეფცია, ძალზე სახალისო სცენარის მიხედვით გავაკეთეთ სრული ისტორიის ილუსტრაციები.
ამ ტიპის პროექტები, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლოა კონკრეტული სპორტის სახეობის პოპულარიზაციისთვის, განსხვავებული, დადებითი მუხტია სპორტსმენებისთვისაც,“ - განაცხადა George Gamez-მა.
Powered by adjarabet.com
სცენარი:- გიორგი ქუცა რუხაძე, მიშა ბახსოლიანი
ილუსტრაციები, დიზაინი - GEORGE GAMEZ CREATIVE STUDIO
არტ დირექტორი - GEORGE GAMEZ
კომპოზიცია, ჩანახატები - TOYDZE
პერსონაჟები, ფერის კორექცია - BILLFY
კონტური, ფერი - BARU ARU
დაკაბადონება DIGITAL LAB
მინი გმირები: https://brnw.ch/miniheroes
(რ)