მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ისტორიაში პირველად, ტურიზმიდან შემოსავალი $3 მილიარდს გადააჭარბებს"

5a4f70d349f83
BM.GE
05.01.18 16:32
1644
2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით (18.8%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ტურიზმის მაჩვენებლები შეაჯამა.

მისი ინფორმაციით, იანვარი - დეკემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,478,932 შეადგინა,რაც 757,962-ით მეტია 2016 წლის იანვარი - დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.9%).

"შემოსავლების ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. თუ 2016 წელი იყო პირველი წელი, როდესაც შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია, 2017 წლისბოლოს ქვეყანამ უკვე 2.7 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მივაღწევთ 2 მნიშვნელოვან ციფრს: პირველად გვეყოლება 8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, ხოლოშემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს"-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები