კომპანიის არსებობის 88-წლიან ისტორიაში პირველად – Volkswagen-მა გერმანიაში ერთ-ერთი ქარხანა დახურა.
Volkswagen Group-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ბლუმის განცხადებით, VW რთულ მდგომარეობაშია, რაც ჩინეთისგან მომავალი ზეწოლით, აშშ-ის ტარიფებით და ევროპული ბაზრის გემოვნების ცვლილებით არის განპირობებული.
ფინანსურ გამოწვევებთან გამკლავების ერთადერთ გზად Volkswagen-ის მენეჯმენტში დრეზდენში მდებარე ავტოსაწარმოს დახურვას ხედავენ, რომელიც კომპანიას ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
დრეზდენის ქარხანა Volkswagen-მა 2002 წელს გახსნა და მას ჯამურად 200,000-მდე ავტომობილი აქვს გამოშვებული, რაც მას კომპანიის პორტფელში ერთ-ერთ საშუალო ზომის ქარხნად აქცევს.
ცხადია, ქარხნის დახურვა ათასობით თანამშრომლის გათავისუფლებასაც მოიაზრებს. საერთო ჯამში, კომპანიას გერმანიის მასშტაბით 35,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირება აქვს დაგეგმილი.




























