გაფიცვა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, რა დროსაც, პროტესტის ნიშნად, დასაქმებულ პირს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობის შეწყვეტა შეუძლია. როგორც წესი, გაფიცვებს კონკრეტულ სექტორში წარმოდგენილი პროფესიული კავშირები აორგანიზებენ, რომელთაც გარკვეული მოთხოვნები აქვთ და მათ დაკმაყოფილებას ითხოვენ.
შედარებით იშვიათად, ქვეყნის მოსახლეობა საყოველთაო გაფიცვას იწყებს, რომელიც არა კონკრეტული სექტორის ან კომპანიის, არამედ მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული. ცხადია, ასეთ დროს მოთხოვნები განსხვავებულია და ხშირად არა სამუშაო პირობების გაუმჯობესების ულტიმატუმთან, არამედ პოლიტიკურ მოთხოვნებთან გვაქვს საქმე.
თუკი ისტორიას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ თუ საყოველთაო გაფიცვის მასშტაბები კრიტიკულ ზღვარს გასცდა, მაშინ მთავრობა იძულებული ხდება მოსახლეობის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვებისა და პროტესტის მასშტაბები იზრდება, რასაც ქვეყანა პარალიზებამდე მიჰყავს.
ამჯერად კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვების რეიტინგს გაგაცნობთ:
1. ინდოეთის საყოველთაო გაფიცვა
რაოდენობა: 250 მლნ
წელი: 2020
2. ჩინეთის რევოლუციური გაფიცვა
რაოდენობა: 100 მლნ
წელი: 1968
3. ბრაზილიის საყოველთაო გაფიცვა
რაოდენობა: 40 მლნ
წელი: 2017
4. პოლონეთის სოლიდარობის მოძრაობის გაფიცვა
რაოდენობა: 14 მლნ
წელი: 1981
5. საფრანგეთის საყოველთაო გაფიცვა
რაოდენობა: 11 მლნ
წელი: 1968