მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიული ბრენდი 20th Century Fox აღარ იარსებებს

5f33bfd926607
ნათია თაქთაქიშვილი
12.08.20 22:30
1997

კომპანია Walt Disney-ის გადაწყვეტილებით, ისტორიული ბრენდი 20th Century Fox აღარ იარსებებს, რაც  Disney-ის მიერ დაწყებული რებრენდინგის ნაწილია. სტუდიას სახელი 20th Television-ით შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Walt Disney-მ ბრენდ 20th Century Fox-თან გასულ წელს 71,3 მილიარდ დოლარიანი შეთანხმება გააფორმა და რებრენდინგიც დაიწყო.

რებრენდინგის ფარგლებში, Disney-მ 85 წლის კომპანია 20th Century Fox-ის კინოსტუდიას სახელი შეუცვალა და 20th Century Studios უწოდა. რამდენიმე დღის წინ კი Disney-მ განაცხადა, რომ სახელს უცვლის სატელევიზიო სტუდიას – 20th Century Fox Television-ს და არქმევს 20th Television.

კომპანია 20th Century Fox-ის ლოგოს ქვეშ 85 წლის განმავლობაში კინოეკრანებზე გამოდიოდა ისეთი ფილმები, როგორიცაა „ყველაფერი ევას შესახებ“, „მუსიკის ჰანგები“, „უცხო“ და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ამავე კომპანიის სატელევიზიო სტუდიას ეკუთვნის ანიმაციური სერიალი „სიმპსონები“, M*A*S*H და ა.შ.

უმსხვილესი კომპანია Disney ასევე ფლობს Lucasfilm-სა და Marvel Studios-ს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები