მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისტორიული Ferrari 275 GTB აუქციონზე გადის

5c31bcca420bd
BM.GE
06.01.19 12:23
722
Ferrari 275 GTB – 25 წლის მანძილზე გადამალული მანქანა, რომელმაც 1966 წელს მონტე კარლოს რალიში მიიღო მონაწილეობა - აუქციონზე გადის. Bloomberg-ის ინფორმაციით, 18-19 იანვარს Gooding & Co.-ს ჩაქუჩმა უნდა გადაწყვიტოს, ვის აქვს ყველაზე მეტი აზარტი, Ferrari-სადმი უსაზღვრო ლტოლვა და ძალიან ბევრი ფული, რომ ამ ისტორიული მოდელის ახალი მფლობელი გახდეს.

წინასწარი შეფასებით, Ferrari 275 GTB აუქციონზე სულ მცირე, 6-8 მილიონ ამერიკულ დოლარად უნდა გაიყიდოს. ამ ვინტაჟურ მანქანას 3.3 ლიტრიანი Tipo 213 V-12 ძრავი, 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი და დამოუკიდებლად ცალკე მბრუნავი თვლები აქვს. ქარხნის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მანქანის თავდაპირველი ფერი Giallo Prototipo ანუ ყვითელი იყო. მოგვიანებით ის გადაღებეს Rosso Cordoba ანუ წითლად, მაგრამ საბოლოოდ ისევ ორიგინალი ფერი დარჩა - ყვითელი.

1966 წლის მონტე კარლოს რალიზე Ferrari 275 GTB წარმოაჩენდა ყველა იმ გაუმჯობესებას, რაც Ferrari-ის მოდელმა 1911 წლიდან გაიარა. კოლექციონერული Ferrari-ისთვის 2019 წლის აუქციონის პირველადი ფასი - 6-8 მილიონი ამერიკული დოლარი - ნამდვილად კარგი საწყისია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს 1962 წელს გამოშვებული Ferrari 250 GTO Sotheby’s-ის აუქციონზე 48 მილიონ ამერიკულ დოლარად, 2017 წელს 1967 წელს გამოშვებული Ferrari 275 GTB/C კი 14.5 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. Ferrari 275-ის მოდელების გარიგების საშუალო ფასი აქუციონებზე, როგორც წესი, 1-4 მილიონ ამერიკულ დოლარს შორის მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები