ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირის 27 სახელმწიფო ლიდერებმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს. ქვეყანას ევროპელი ლიდერები ულოცავენ და ამასთან გვახსენებენ, რომ სრული გაწევრიანებისთვის რეფორმებია საჭირო. რას ნიშნავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი? რა უნდა შეასრულოს ქვეყანამ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად შემდეგ უკვე ინტეგრაციისთვის?