მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიული შეთანხმება სომხეთსა & აზერბაიჯანს შორის; სახელმწიფოები საზღვრებზე (დემარკაცია) თანხმდებიან

სომხეთი და აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ. მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ერევანი ბაქოს ოთხ სოფელს დაუბრუნებს, რომლებსაც სომხეთი 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა. საუბარია სოფლებზე: ბაღანის აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი, რომლებიც ქვეყნებს შორის კონფლიქტის გამო, ბოლო წლებში, მიტოვებული იყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს ისტორიულ მოვლენად აფასებენ. მედიის ცნობით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში აღნიშნული მონაკვეთებიდან სამხედროები გაიყვანონ და იქ სასაზღვრო სამსახური განათავსონ.