IT აკადემია STEP-მა უკვე მეორე წელია რაც Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატში გრაფიკულ დიზაინში მონაწილეობის მიღების უფლება მიიღო. Adobe Certified Professional World Championship - გლობალური შეჯიბრია, რომელიც ყოველწლიურად აშშ-ში იმართება. გასული წლის ჩემპიონატში, მსოფლიოს 47 ქვეყანასთან ერთად, საქართველო პირველად მონაწილეობდა და საუკეთესო ხუთეულშიც მოვხვდით.მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, საწყის ეტაპზე საჭიროა რეგიონული ჩემპიონატის ჩატარება.
ყველას ვინც არის 14-23 წლის შუალედში და მუშაობს ფოტოშოპში ან/და ილუსტრატორში, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ჩააბაროს Adobe-ს საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა, მაღალი ქულების მიღების შემთხვევაში ჩაერთოს რეგიონალურ ჩემპიონატში და მოიპოვოს გამარჯვება. რეგიონული ჩემპიონატიდან 3 საუკეთესო ნამუშევრის შემოქმედი მიიღებს საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას და გაემგზავრებიან აშშ-ში საქართველოს სახელით და იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.
სტუმრები: გვანცა კილასონია - PR მენეჯერი, IT აკადემია STEP;
ლაშა ცაგარეიშვილი - შემოქმედებითი ხელმძღვანელი, IT აკადემია STEP;