მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT-ბიზნესის პერსპექტივა - გიორგი მარიამიძე ანალიტიკაში

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველომ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნით და კომპიუტერული სერვისების მიწოდებით $430 მილიონის შემოსავალი მიიღო. ეს წინა წლის იმავე პერიოდის შედეგს 194%-ით აღემატება. 

საქსტატის მიხედვით ინფორმაციის, კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის სფერო პირველ კვარტალში 44%–ით, ხოლო მეორე კვარტალში – 20%–ით გაიზარდა. მთლიანობაში წლის ბოლომდე სავარაუდოდ სექტორის ზრდა 30%-მდე იქნება. მსგავსი ტენდენციით ხასიათდება შემოსავლების მაჩვენებელიც. 

ორი ფაქტორი, რომელიც ზრდაზე მოქმედებს – საქართველოს ბაზარზე, პანდემიის შემდეგ, საერთაშორისო კომპანიები შემოდიან და შესაბამისად, აუთსორს სერვისების მიწოდების მასშტაბებიც იზრდება – ეს ერთი და მეორე – მიგრაცია, რადგან ამ სექტორის ბრუნვის ზრდა 2022 წელს ემთხვევა, როდესაც რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე ქვეყანაში რუსი, უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტები შემოვიდნენ.

მაგალითად, თუკი 2022 წლის პირველ კვარტალში დარგის საგარეო შემოსავლები 53.5 მილიონი დოლარი იყო, უკვე მეორე კვარტალის მდგომარეობით, ის 93.3 მილიონამდე, მესამე კვარტალში კი 179 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, მატების ტრენდი პირდაპირ თანხვედრაშია მიგრაციის მაჩვენებლებთან. ამაზე სავარაუდოდ მეტყველებს 2023 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით დაკლებული ბრუნვაც, რაც IT მიგრანტების გარკვეული რაოდენობის გადინების შესაბამისია.

რამდენად უნდა გვქონდეს ამ დარგის სტაბილური განვითარების მოლოდინი და რა შემთხვევაში?

სტუმარი: გიორგი მარიამიძე - “მეიქინგ საიენს სვიფტის” აღმასრულებელი დირექტორი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები