მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"IT-ის ექსპორტით საქართველოს წელიწადში $180 მლნ-ის მოზიდვა შეუძლია"

5d36cba93652d
ლევან თაღიაშვილი
23.07.19 13:40
1425
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის განცხადებით, საქართველოს IT-ის ექსპორტით  წელიწადში $180 მილიონის მოზიდვა შეუძლია. მისივე თქმით, საერთაშორისო ტენდერი 3000 IT სპეციალისტის გადასამზადებლად უკვე გამოცხადებულია და გადამზადების კურის ოქტომბრის ბოლოს დაიწყება.

„ამჟამად საერთაშორისო ტენდერი მიმდინარეობს იმისათვის, რომ გამოვავლინოთ შესაფერისი მსხვილი სატრენინგო კომპანიები. ისინი 3000 IT პროფესიონალს გადაამზადებენ საქართველოში, რაც ჩვენი მხრიდან პირდაპირი ინვესტიციაა ცოდნაში, ადამიანურ კაპიტალში, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს ქართული ექსპორტი ამ ადამიანების დახმარებით.

ჩვენი გათვლებით IT ექსპორტი მთელს მსოფლიოში არის ყველაზე მოთხოვნადი, ქართველ პროფესიონალებს შეეძლებათ საქართველოდან გაუსვლელად იმუშაონ უცხოურ კომპანიებში და უცხოური ვალუტა შემოიტანონ ქართულ ეკონომიკაში“ - განაცხადა კასრაძემ.

მისი თქმით, ტენდერის გამარჯვებული სექტემბრის დასაწყისში გამოვლინდება, უშუალოდ ტრენინგები კი შემოდგომაზე დაიწყება.

„ეს ადამიანები საერთაშორისო სერტიფიკატებს მიიღებენ, რაც დაადასტურებს მათი ცოდნის კვალიფიკაციას. ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ეს ადამიანები დასაქმდებიან საერთაშორისო კომპანიებში. ჩვენი მინიმალური გათვლებით წელიწადში 180 მილიონი დოლარის კერძო უცხოური ვალუტის შემოტანა შეუძლია ამ 3 000 ადამიანს“ - აცხადებს კასრაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები