საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და გასული წლის 9 თვის მონაცემებით 608 მლნ დოლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87%-ია. მნიშვნელოვნად გაიზარდა დასაქმებულთა ხელფასებიც. თუკი 2021 წელს საშუალო ხელფასი 2 ათასი ლარი იყო, 2023 წლის მესამე კვარტალში 4.1 ათასს აჭარბებდა. როგორ ფასდება სექტორის მხრიდან 2023 წელი და რა მოლოდინები არსებობს ბაზარზე მიგრანტების გასვლის ფონზე?