მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT სექტორის შემოსავალი რეკორდულია (2023) -მიზეზები&მოლოდინები;

საქართველოს IT სექტორის შემოსავალი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში დარგმა 784 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს თანხა 283 მილიონით, 53%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ კვარტალურად ზრდის ტემპი შენელებულია. IT სექტორის შემოსავლები ყველაზე მსხვილი 2023 წლის პირველ კვარტალში იყო და 231 მილიონ დოლარს შეადგენდა, მეორე კვარტალში 198 მილიონ დოლარამდე შემცირდა, მესამე კვარტალში 178 მილიონი დოლარი იყო, მეოთხეში კი $176 მლნ, რაც მიგრაციული ეკონომიკური ეფექტის თანდათანობით შემცირებასთანაა თანხვედრაში.რის ხარჯზე გაიზარდა შემოსავლები აიტი სექტორში და რა მოლოდინები აქვთ სექტორის წარმომადგენლებს?