2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით პირველ კვარტალში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 147.6 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით ნაკლებია.
2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად დიდი შემოსავალი იყო. IT სექტორის შემოსავლების მატება პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდება, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი სპეციალისტი გადმოვიდა, შესაბამისად, მათი საქმიანობაც ამჟამად საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლება.
თუკი 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში 30.6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს ჯერ 39 ათასამდე გაიზარდა, 2023 წლის ბოლოს კი 47 ათასს მიაღწია. თუმცა, 2024 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 0.6 ათასით, 46.3 ათასამდე შემცირდა.
სტუმარი: თორნიკე სულაბერიძე - ICTA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;