მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT სექტორში დასაქმებულთა ხელფასი გაორმაგდა და 7 000-მდე ლარს შეადგენს - კვლევა

აიტი

გალტ & თაგარტმა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში IT სექორის განვითარებას ეხება.

როგორც დოკუმენტშია მოცემული IT სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2021 წელთან შედარებით, 2023 წელს გაორმაგდა და 6 940 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება დასამებულთა რაოდებობას, 2023 წელს 30.2 ათასი ადამიანი შეადგინა, როცა დარგი 2021 წელს 5,000- მდე ადამიანს ასაქმებდა.

რაც შეეხება IT სექტორის ზრდის ხელშემწყობის საკითხს, კვლებაში ამის მიზეზად რამდენიმე ფატორი სახელდება, მათ შორის არის საგადასახო შეღავათები და რუსეთ-უკრაინის ომი. მიზეზებს შორის არის ინტერნეტის დაბალი ფასიც.

"სექტორის ზრდას თავდაპირველად საგადასახადო შეღავათებმა მისცა ბიძგი. 2022 წლიდან სექტორის ზრდა დაჩქარდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საერთაშორისო კომპანიების და IT სპეციალისტების საქართველოში რელოკაციის შედეგად. სხვა ხელშემწყობი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ინტერნეტის დაბალი ფასი, სამუშაო მაგიდის კონკურენტული ღირებულება და ცხოვრების დაბალი ხარჯები გლობალურად მიმზიდველ სხვა ლოკაციებთან შედარებით. მიმზიდველობას ასევე აძლიერებს უცხოელი სპეციალისტებისთვის მისაღები გარემო და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა", - ნათქვამია კვლევაში.

შეგახსენებთ, რომ IT სექტორში 24,117 კომპანია ოპერირებს. აქედან, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიების რაოდენობა 72-ია და დანარჩენი ძირითადად უცხოელი ინდივიდუალური მეწარმეები არიან, რაც მიგრანტების ეფექტს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები