მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 7 ათას ლარზე მეტია - Galt & Taggart

it

Galt & Taggart-ის IT სექტორის კვლევის მიხედვით, სექტორის სწრაფი ზრდა საგადასახადო შეღავათებმა და კომპანიების რელოკაციამ განაპირობა. კომპანიების რელოკაციის შემდეგ კი, საშუალო ხელფასი IT სექტორში გაორმაგდა.

2023 წელს სექტორში საშუალო ხელფასი 7 192 ლარი იყო. მაშინ, როცა 2022 წელს ანაზღაურება - 6 118 ლარს შეადგენდა.

კვლევის მიხედვით, კომპანიების შემოსავალი 2023 წელს 1.94 მლრდ აშშ დოლარი იყო. 2019 წელს კი, მხოლოდ 230 მლნ აშშ დოლარი. ბაზრის ლიდერების უმეტესობა უცხოური კომპანიაა. ბაზარზე კი უცხოური კაპიტალის წილი 2023 წლისთვის 60% იყო. შედარებისთვის, მონაცემი 2019 წელს მხოლოდ 18%-ს შეადგენდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ცხოვრების ხარჯების გათვალისწინებით, თბილისი განსაკუთრებულად კონკურენტულია სხვა ქალაქებთან შედარებით. საქართველოში ხელფასები მაღალია, ხოლო ცხოვრების ხარჯები მცირე, რაც ქვეყანას მიმზიდველს ხდის პროფესიონალებისთვის.

Galt & Taggart-ი მიიჩნევს, რომ IT სექტორში მაღალი ხელფასები ქვეყანაში საშუალო კლასის ფორმირების წინაპირობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები