მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT სექტორში საშუალო ანაზღაურება გაიზარდა - როგორ ვითარდება სექტორი საქართველოში?

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ დარგად ჩამოყალიბდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, გაზრდილია ამ სექტორში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურებაც. კერძოდ, ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორში საშუალო ანაზღაურება 3 963 ლარია, რაც წლიურად 4.3%-იან ზრდას წარმოადგენს. აღსანიშნია, რომ კომპანიების რელოკაციის შემდეგ საშუალო ხელფასი IT სექტორში გაორმაგდა, ეს პროცესი კი განსაკუთრებით 2022 წლიდან დაჩქარდა.

2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორმა 784 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს თანხა 283 მილიონით, ანუ 53%-ით მეტია.

თუკი 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში 30.6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს ჯერ 39 ათასამდე გაიზარდა, 2023 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით კი 47 ათასს მიაღწია.

რა ტენდენციებია IT სექტორში დღეს, რამდენად საინტერესოა უცხოური კომპანიებისთვის საქართველოს ბაზარი და რა გამოწვევები გამოიკვეთა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში?

სტუმარი: თორნიკე თოხაძე - ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები