IT სექტორის შემოსავლები კვლავ მცირდება. 2024 წლის პირველ ორ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სექტორის შემოსავალი 32%-ით არის შემცირებული. ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, რომ 4 წლის წინ IT ინდუსტრიისთვის ამოქმედებული ხელისშემწყობი მექანიზმების გადახედვა უნდა მოხდეს და არსებულ კანონმდებლობაში ცვალებები განხორციელდეს, რადგან არსებული კანონმდებლობა ვეღარ ქმნის იმ პირობებს, რომელიც სექტორში დასაქმებულებს სჭირდებათ, შესაბამისად, სპეციალისტები ქვეყანას ტოვებენ. საქართველოს დასავლეთისგან იზოლირება კი ამ მიმართულებით რისკებს უფრო ზრდის, სექტორის მომავალს კი ბუნდოვანს ხდის. რა ტენდენციებია საქართველოს IT სექტორში, რას უნდა ველოდოთ შემოსავლების თვალსაზრისით მომავალ თვეებში და რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში?