მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT სერვისის სახით - "იუჯითის" უნიკალური შეთავაზება კომპანიებისთვის

60b09ae3f2dea
ვიქტორია მღებრიშვილი
28.05.21 12:00
1917
IT მხარდაჭერა, მონაცემთა დამუშავების ცენტრი, IT კონსალტინგი, პროგრამული ლიცენზირება, ბიზნესაპლიკაციები და აპლიკაციების დეველოპმენტი - ინფორმაციული ტექნოლოგიების ის კომპონენტებია, რომელსაც საქართველოში ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია „იუჯითი“ გვთავაზობს.

„იუჯითის“ სერვისების დეპარტამენტის ოპერაციების დირექტორი მამუკა სამხარაძე ამბობს, რომ მცირე, საშუალო თუ დიდი ზომის კომპანიებისთვის თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებების სერვისების სახით შეთავაზება, ჯერ კიდევ 2019 წლიდან დაიწყო.

სხვადასხვა სახის IT პროდუქტების სერვისის სახით შეთავაზება საქართველოსთვის უნიკალურია. „იუჯითი“ კომპანიებს ისეთ სერვისებს სთავაზობს, რომელიც მათ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ესაჭიროებათ. სერვისები ხარჯეფექტურია, ითვალისწინებს კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებს და მომსახურების მიწოდების ხელსაყრელ ფორმებს.

BMG-სთან ინტერვიუს დროს კი მამუკა სამხარაძემ თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებების სერვისის სახით მიწოდების უპირატესობებზე ისაუბრა.

- „იუჯითი“ 20 წელზე მეტია, რაც კომპანიებს ციფრული ტექნოლოგიების თანამედროვე მიდგომებსა და პროდუქტებს სთავაზობს. რატომ გადაწყვიტეთ სერვისის სახით შეგეთავაზებინათ IT პროდუქტები?

განვითარებულ მსოფლიოში IT სისტემების და ინფრასტრუქტურის დაქირავების პრინციპით - სერვისის სახით მიღება აღიარებული მიდგომაა. ამ მიდგომით, კომპანიები უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომას კაპიტალური ხარჯების ნაცვლად, მცირე საოპერაციო დანახარჯების მეშვეობით იღებენ. ეს მსხვილი ფინანსური რესურსების გამოთავისუფლებას და მუდმივად განახლებულ ტექნოლოგიებზე წვდომას უზრუნველყოფს. შედეგად, ბიზნესის ეფექტიანობა და კონკურენტუნარიანობა იზრდება.

საქართველოში კომპანიებს ხარისხიანი ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვთ. ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანი, დამკვეთებთან პარტნიორობა და მათი IT მიმართულების მხარდაჭერაა.

დღეს, საქართველოში მოღვაწე კომპანიების დიდი ნაწილი ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით ავტომატიზაციისკენ ისწრაფვის, თუმცა ბუნებრივია, გზადაგზა არაერთ სირთულეს და გამოწვევას აწყდება: რთული კომპეტენციების საჭიროება, სტრატეგიულად სწორი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შერჩევა და უსაფრთხოების საკითხები. ჩვენ აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავებაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ვეხმარებით.

- რა მიდგომებით ხელმძღვანელობს „იუჯითი“ IT სერვისების მიწოდებისას?

ჩვენი მთავარი კრედოა, სწორად გავიგოთ რა სჭირდება ბიზნესს და აქედან გამომდინარე შევარჩიოთ რა სახის სერვისები გამოადგება პარტნიორს. ვსწავლობთ მათ გარემოს, ამოცანებს და სერვისების პაკეტის ფორმირებას მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ. ვთავაზობთ მათთვის საინტერესო პროდუქტებს საჭირო ფორმით. ეს არის მიდგომა, რომელიც გამოგვარჩევს. ამ პროცესში ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გამოცდილი მიდგომებით ვხელმძღვანელობთ. მაგალითისთვის, Software დეველოპმენტში ეჯაილ მეთოდოლოგიას ვიყენებთ, რაც დამკვეთისთვის საჭირო პროდუქტის სწორად ფორმირებას უზრუნველყოფს.

- თქვენ მიერ შეთავაზებული IT სერვისები საკმაოდ მრავალ-კომპონენტიანია. უფრო კონკრეტულად, რა მომსახურების მიღებას შეძლებენ კომპანიები „იუჯითისგან“?

მასში ის კომპონენტებია გაერთიანებული, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს მუდმივად სჭირდებათ. პირველ რიგში, ეს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის და სისტემების მხარდაჭერაა. ძირითადად, ეს პროფესიული კომპეტენციების სერვისია, სადაც ჩვენი სპეციალისტების დიდი გუნდი პარტნიორების ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერაზე მუდმივად ზრუნავს.

გასული წლის ბოლოს, ჩვენ მონაცემთა დამუშავების ცენტრი გავუშვით, რა ნაწილშიც, ძირითადად, ქლაუდსერვისების მიწოდებით ვართ დაკავებული. ეს საქართველოსთვის უნიკალური გადაწყვეტილებაა, რადგან ეს არის ღრუბლოვანი სერვისები ლოკალურ ქართულ დატაცენტრში, სადაც გავითვალისწინეთ ის გამოწვევები, რომლებიც გლობალურ ქლაუდ პროვაიდერების სერვისების მიღებისას ჩნდება. დატაცენტრით კომპანიებს ვაწვდით როგორც პროგრამულ გადაწყვეტილებებს, ქლაუდსერვისებს, ასევე ვთავაზობთ თავისი რესურსების ქლაუდ გარემოში განთავსებას. გვაქვს ისეთი საინტერესო გადაწყვეტილება, როგორიცაა DRaaS (სარეზერვო ინფრასტრუქტურა როგორც სერვისი), რომელიც ჩვენს პარტნიორებს მათი IT სისტემების უწყვეტი მუშაობის გარანტიას აძლევს.

შემდეგი მიმართულება კონსალტინგია, სადაც ჩვენს პარტნიორებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სტანდარტიზაციაში და უსაფრთხოების სტანდარტების მიმართულებით გამოწვევებთან გამკლავებაში ვეხმარებით. ძირითადად, ISO და ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სხვადასხვა სტანდარტზეა საუბარი.

რაც შეეხება ბიზნესაპლიკაციებს, „იუჯითი“ მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების, მაგალითად Microsoft-ის, SAP-ის პარტნიორია და ჩვენს კლიენტებს ისეთ ბიზნეს აპლიკაციებს ვაწვდით, როგორიცაა ERP, CRM, BI და HRM.
ინფორმაცია IT სერვისების შესახებ კომპანიებს ვებგვერდზე www.ugt.ge შეუძლიათ იხილონ და სოციალური არხების Facebook-ის, LinkedIn-ის, YouTube-ის (UGT Channel) საშუალებით. ასევე, მზად ვართ ნებისმიერ დროს კონსულტაცია გავუწიოთ და დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ IT სერვისებით დაინტერესებულ კომპანიებს.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები