მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT სფერო, როგორც სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობა საქართველოში

BM.GE
05.04.22 12:39
529
საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2 408 ადამიანით გაიზარდა და 2022 წლის თებერვალში 650 ათას 584 შეადგინა. ეს კი მთლიანი მოსახლეობის 17.4%-ია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საარსებო შემწეობას 535 ათას 516 ადამიანი იღებდა. შესაბამისად, გამოდის რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი წლიურად 21,5%-ით არის გაზრდილი. 

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დღეს საქართველოში 3 მილიონ 728 ათას 600 ადამიანი ცხოვრობს, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში თითქმის ყოველი მე-5 - 6 ადამიანი ღატაკია და ფულად შემწეობას სახელმწიფოსგან იღებს. ასეთია ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი. 

არადა, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები ამბობენ, მთელი საქართველო, ანუ 3.7 მლნ ადამიანი რომ პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა ენის სპეციალისტი გახდეს, ყველას ექნება სამსახური, რადგან IT სფეროში დასაქმების პრობლემა არაა. არსებობს, მხოლოდ კომპეტენციის პრობლემა. რა გამოწვევის წინაშეა დღეს საქართველოში IT მიმართულება? და თუ არის შესაძლებელი ქვეყანაში არსებული სიღარიბის დაძლევა სწორედ ამ მიმართულების გაძლიერებით?

სტუმარი: ოთარ ტაბატაძე - „ორიენტ ლოჯიკი,“ საოპერაციო დირექტორი.
 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები