მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT სფეროს წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აქცია

IT სფეროს წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც დაგმობილია აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებები და დაშინების ფაქტები. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები დემოკრატიული გზით.

"ჩვენ საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროს წევრები, ვართ უახლესი პროგრესის შედეგად შექმნილი პროფესიის წარმომადგენლები და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პროგრესული და განვითარებული სამყაროს ნაწილად ყოფნა.

ვგმობთ,

  • აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებულ გადამეტებული ძალას,
  • უკანონო დაკავებებს,
  • დაშინებებსა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს,

რომლებიც განხორციელებულია დეფაქტო ხელისუფლების მიერ.

მიგვაჩნია, რომ

  1. უნდა გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული ჩვენი თანამოქალაქენი და
  2. საქართველოს მოქალაქეებს მოგვეცეს საშუალება
  • დემოკრატიული გზით,
  • ხელმისაწვდომობისა და ფარულობის უზრუნველყოფით,
  • ყოველგვარი ჩარევისა და ზეწოლის გარეშე,

ავირჩიოთ ჩვენი მომავალი.

საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გვჯერა, აუცილებლად იქნება ევროპულ სახელმწიფოთა კავშირის თანასწორუფლებიანი წევრი", - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 1400-ზე მეტი IT სფეროს წარმომადგენელი.

ხელმომწერთა სია განახლებადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები