მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია ელექტრო მანქანების რაოდენობის 1 მილიონამდე გაზრდას გეგმავს

5b3107eaecc42
ლევან თაღიაშვილი
25.06.18 19:30
1409
იტალიის მთავრობა ელექტრო მანქანების რაოდენობის 1 მილიონამდე გაზრდას გეგმავს. Bloomberg-ის მონაცემებით, ქვეყანას ეს პროექტი 10 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ხელისუფლება 2022 წლისთვის სერიოზულად ფიქრობს დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილების შემცირებას, ინიციატივაც სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება.

,,ინიციატივა მხარს უჭერს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობის ზრდას, ასევე ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების შემცირებას'' - ნათქვამია იტალიის მთავრობის მიერ გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ BP -ს მონაცემებით, ნავთობის დეფიციტი მსოფლიოში, სავარაუდოდ 2050 წლისთვის დაიწყება. სხვადასხვა ქვეყნები კი აქტიურად ცდილობენ ბენზინზე მომუშავე მანქანების ელექტრო ავტომობილებით ჩანაცვლებას, მაგალითისთვის ჩინეთში, ქალაქ შენჟენში მხოლოდ ელექტრო ავტობუსები მოძრაობენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები