მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიამ დღეიდან ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა

5ed75cf1c1182
ნათია თაქთაქიშვილი
03.06.20 13:44
1361
იტალიამ ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა. დღეიდან ევროპელ ტურისტებს იტალიაში მოგზაურობის უფლება კარანტინის გავლის გარეშე აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

"ეს რისკიანი ნაბიჯია, თუმცა რომ არ დაგვეწყო ტურიზმის გახსნა, ამას ვეღარასდროს შევძლებდით", - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტურიზმი იტალიის GDP-ის 10%-ს შეადგენს და კორონავირუსის გამო, ინდუსტრია ქაოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

"ხალხი შეძლებს ყველგან წასვლას. გახსნილია მაღაზიები, რესტორნები და კაფე-ბარები. მათ ასევე შეუძლიათ ეწვიონ მთებს, ტბებს და ზღვის სანაპიროებს", - განაცხადა ჯუზეპე კონტემ.

3 მაისის მონაცემებით, იტალიაში ჯამურად, კორონავირუსით ინფიცირების 233,515 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გარდაიცვალა 33,530 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 160,092 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები