იტალიაში ნაცისტური პარტიის ლიდერის ადოლფ ჰიტლერის გამოსახულებით სუვენირები იყიდება.
ფოტოები ვენეციის ტურისტული ცენტრის ერთ-ერთ სუვენირების მაღაზიში ბრიტანელმა ტურისტმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც ფოტო-მასალიდან ირკვევა, გერმანიის ფიურერი იტალიელებს ჭიქებზე, ბოთლებზე, სხვადასხვა სახის მისაკრობსა და ა.შ. აქვთ გამოსახული. მაგალითისთვის: ჰიტლერის სახითა და ნაცისტური სიმბოლოთი გაფორმებული ფინჯანი 5,90 ევრო ღირს, ბოთლი კი, რომელსაც ჰიტლერი ახატია და წარწერა აქვს გაკეთებული - Sieg Heil 10, 50 ევროდ ფასობს.
ფაქტს მწავე გამოხმაურება მოჰყვა გერმანიაში. იტალიურ მაღაზიებში სუვენირებზე გერმანიის ფიურერის, გამოსახულებას, გერმანული საზოგადოების დიდი ნაწილი კატეგორიულად გმობს.

























