იტალიაში, სიცილიის ეპარქიამ ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა არ არსებობს. ამის შესახებ “ევრონიუსი“ წერს. გამოცემის ცნობით, Facebook-ის პოსტში, ნოტოს ეპარქიის განცხადებაში წერია, რომ ეპისკოპოს ანტონიო სტალიანოს განზრახვა არ იყო "პატარებისთვის შობის ხიბლის დარღვევა".
ეპარქიის კომუნიკაციების დირექტორმა ალესანდრო პაოლინომ გამოხატა თავისი "მწუხარება" აღნიშნულის გამო და თქვა, რომ ეპისკოპოსი ცდილობდა, გადმოეცა შობის უფრო დიდი მნიშვნელობა "დაწყებული წმინდა ნიკოლოზის ისტორიული ფიგურით, რომელიც ღარიბებს საჩუქრებს ურიგებდა“.
ცნობისთვის, იტალიური საინფორმაციო სააგენტოების მიხედვით, რელიგიური ფესტივალის დროს, ეპისკოპოსმა სტალიანომ თქვა, რომ სანტა არ არსებობს და რომ მისი წითელი კოსტიუმი რეალურად Coca-Cola-ს მიერ შეიქმნა.

























