იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ერთ დღეში რეკორდულად გაიზარდა. მას შემდეგ რაც ქვეყანაში ეპიდემია დაიწყო, პირველი შემთხვევაა, როდესაც 24 საათში 475 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვი 3000-ს მიუახლოვდა.
ქვეყანაში დაინფიცირების 35,713 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან დაახლოებით 4000 გამოჯანმრთელდა.
იტალიის ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონი ლომბარდიაა, სადაც ერთ დღეში 319 ადამიანი დაიღუპა.




























