ევროპაში ქურდებმა სატვირთო ავტომობილიდან 400 000-ზე მეტი, დაახლოებით 12 ტონა KitKat-ის შოკოლადის ფილა მოიპარეს. შოკოლადის ნაწარმი, რომელსაც შვეიცარიული ფირმა Nestle აწარმოებს, მაშინ მოიპარეს, როცა სატრანსპორტო საშუალებას შოკოლადი ცენტრალურ იტალიაში მდებარე ქარხნიდან პოლონეთისკენ მიჰქონდა, - ნათქვამია KitKat-ის განცხადებაში.კვირას ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში KitKat-მა დაამატა, რომ მომხმარებელთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერია და მიწოდება არ შეფერხებულა.


































