მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში, წყლის ტექნოლოგიების გამოფენას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საერთაშორისო პარტნიორების მიწვევით დაესწრო

5bced04351680
BM.GE
23.10.18 11:39
592
იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში გამართულ წყალმომარაგების ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას - ,,ACCADUEO H2O’’ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საერთაშორისო პარტნიორების მიწვევით დაესწრო.

გამოფენის ფარგლებში კომპანიის მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან წურწუმიამ მონაწილე ქვეყნებს შორის მაღალი სტანდარტის მომსახურების ხარისხის შექმნისა და შენარჩუნების მიზნით გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა იმსჯელეს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განხორციელებისას თანამედროვე, ეფექტიანი გზების გამოყენებასა და ინოვაციური ასპექტების დანერგვის საკითხებზე.

ღონისძიება წყლის ტექნოლოგიებს და მართვის საკითხებს მიეძღვნა, სადაც მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი კომპანია მონაწილეობდა. გამოფენაზე, მონაწილე ქვეყნებმა დამთვალიერებლებს ინდუსტრიაში არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და სტრატეგიების ათეულობით ექსპონატი წარუდგინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები