მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვალენტინო

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ვალენტინო გარავანი დღეს, რომში საკუთარ რეზიდენციაში საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა", - წერს დიზაინერის ფონდი ინსტაგრამზე.

ლეგენდარულმა დიზაინერმა მოდის სახლი ვალენტინო გასული საუკუნის 60-იან წლებში რომში დააფუძნა. წლების განმავლობაში მისი ბრენდი არაერთ ვარსკვლავთან თანამშრომლობდა. თავდაპირველად, დიზაინერი ცნობილი იყო წითელი კაბებით, მდიდარი, ღრმა ალისფერი ტონალობით, რომელიც მის ხელწერად იქცა და მოდის ინდუსტრიაში „ვალენტინოს წითლის“ სახელითაც დამკვიდრდა.

როგორც Reuters წერს, ლეგენდარულ დიზაინერს 23 იანვარს რომში დაკრძალავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები