იტალიელი იუველირი და ბიზნესმენი პაოლო ბულგარი რომში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.პაოლო ბულგარი 1984 წლიდან კომპანია ბივილგარი გროუპ-ის თავმჯდომარე იყო. ბევრისთვის კარგად ნაცნობი ბრენდი, და მადლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რომ მათ მიერ წარმოებული ბულგარი ფაქტიურად საყოველთაო მოხმარების ბრენდიც გახდა.
კომპანია Bულგარი XIX საუკუნის ბოლოს, რომში, აწ გარდაცვლილის ბაბუამ - ბერძენმა ვერცხლის ოსტატმა სოტირიოს ვულგარისმა დააარსა, რომელმაც მოგვიანებით თავისი გვარი იტალიურად „ბულგარიდ“ გადააკეთა.
პაოლო ბულგარი კომპანიას სკოლის დამთავრებიდან მალევე შეუერთდა. იგი ძვირფასი ქვების ექსპერტი გახდა, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა კომპანიას და მისი საერთაშორისო მასშტაბით გაფართოება უზრუნველყო. ბიზნესი ფუფუნების საქონლის ბაზრებზე შევიდა და საქმიანობა გააფართოვა. საიუველირო ნაწარმის გარდა, ის მოიცავს საათებს, პარფიუმერიას, ტყავის ნაწარმსა და სასტუმროებს. და დღემდე, თუ არ ჩავთვლით დიდი ჩინეთის და აწ უკვე სხვა მრავალი ქვეყნის ჩართულობით შექმნილ ე.წ. რეპლიკებს, რჩება კიდეც მაღალი მოდის უმაღლეს მწვერვალად და ფუფუნების გამორჩეულ ბრენდადაც.






























