იტალიელი მოდის დიზაინერი ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მოდის სახლი Armani Group-ი ავრცელებს.
„უსასრულო მწუხარებით, Armani Group იტყობინება მისი შემქმნელის, დამფუძნებლისა და დაუღალავი მამოძრავებელი ძალის, ჯორჯო არმანის გარდაცვალების შესახებ“, - ნათქვამია მოდის სახლის განცხადებაში.
არმანმა შექმნა კომპანია, რომლის წლიური შემოსავალი Reuters-ის ცნობით, დაახლოებით 2.3 მილიარდ ევროს (2.7 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენდა.
ჯორჯო არმანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა, ივნისში მილანის მამაკაცის მოდის კვირეულზე თავისი ჯგუფის ჩვენებების გამოტოვებაც მოუწია, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა.


























