იტალიის ცენტრალური ბანკი ლატვიური AS PrivatBank-ის ადგილობრივ განყოფილებას ხურავს, რომელიც უკრაინული „პრივატბანკის“ კონტროლის ქვეშაა. ბანკის დახურვის მიზეზი, შემოწმება გახდა, რომლის შედეგედაც მარეგულირებელმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები აღმოაჩინა. Banca d'Italia-მ განაცხადა, რომ AS PrivatBank-ს ყველა ოპერაციას აუკრძალავს, გარდა მეანაბრეებისთვის ფულის დაბრუნებისა. ბანკის შემოწმება 16 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. „შემოწმებამ ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ნორმატიული აქტების სერიოზული დარღვევები და მათი გამეორების რისკი გამოავლინა“, - ნათქვამია იტალიის ცენტრალური ბანკის განცხადებაში. ლატვიური AS PrivatBank-ის გასული წლის მონაცემებით, ბანკის მაკოტროლებელია უკრაინული „პრივატბანკი“ და მისი მფლობელები, იგორ კოლომოისკი და გენადი ბოგოლიუბოვი არიან. 1992 წელს გახსნილ ბანკს 13 განყოფილება აქვს ლატვიაში და ერთი იტალიაში. უკრაინულ „პრივატბანკს“ ამ თემაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

























