მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იტალიის ელჩი: იტალიელი ინვესტორი საქართველოში ჰესის აშენებითაა დაინტერესებული

5c4c4dbb5e3f2
ელენე ჩომახიძე
27.01.19 13:30
1646
დასავლეთ საქართველოში, ენერგო სექტორში 8.5 მმლნ ევროს მოცულობის იტალიური ინვესტიცია განხორციელდება.

ამის შესახებ bm.ge-ის იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ განუცხადა.

ელჩის განმარტებით ამ ეტაპზე აღნიშნული კომპანია საინვესტიციო რისკებისა და საინვესტიციო ობიექტის შესწავლით არის დაკავებული.

„მე გამიჭირდება კონკრეტულ დეტალებზე საუბარი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ იტალიელი ინვესტორი დაინტერესებულია დასავლეთ საქართველოში ერთი - უკვე არსებული ჰიდროელექტროსადგურის შეძენით და ასევე, ერთი ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენებით. საუბარია, საშუალო ზომის ჰესებზე, ხოლო ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით, 8.5 მილიონი ევრო იქნება. მე ვიმედოვნებ, რომ ეს შეთანხმება ხელმოწერით დასრულდება“, - განაცხადა ელჩმა.

როგორც ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ აღნიშნა, საელჩო საქართველოს ენერგოსექტორის საინვესტიციო პოტენციალის წარმოსაჩენად გაზაფხულის ბოლოს თბილისში იტალიური ბიზნეს დელეგაციის ჩამოსვლას აორგანიზებს.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოვლენ პოტენციური ინვესტორები, რომლებიც ქვეყნის ჰიდრო ენერგეტიკასა და ზოგადად განახლებად ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელებას მოიაზრებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები