მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იტალიის ელჩი თიბისის საქმეზე: მსგავსი ფაქტები ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არ არის

5c9118d78ed22
ელენე ჩომახიძე
19.03.19 20:30
1061
საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ელჩის განცხადებით, აღნიშნულ მოვლენებს გავლენა აქვს ქვეყნის ბიზნეს კლიმატზე.

"თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების მსგავსი ფაქტები, ცხადია, არ არის კარგი ქვეყნის იმიჯისთვის, მიუხედავად მაღალი რეიტინგებისა. საქართველო სამართლიანად იმსახურებს უცხოელი ინვესტორების ნდობას, თუმცა ცხადია, ეს გახლავთ ის ფაქტები, რასაც გავლენა აქვს საქართველოს ბიზნეს კლიმატზე", – განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურაში "თიბისი ბანკის" მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციაზე გამოძიება ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები