მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მანჩინი იმუშავებს

რანიერი და მანჩინი

იტალიის ნაკრების სპორტული დირექტორის თანამდებობიდან პაოლო მალდინისა და ლეონარდოს გადადგომის შემდეგ, ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გაირკვა. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით ნაკრების მთავარ მწვრთნელად რობერტო მანჩინი ბრუნდება, ხოლო ახალი ტექნიკური დირექტორი კლაუდიო რანიერი იქნება.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა, ჯოვანი მალაგომ რომში გამართულ ფედერალური შეხვედრის დროს დაადასტურა, რომ რობერტო მანჩინისთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. 61 წლის მწვრთნელი იტალიის ნაკრებში 2018-2023 წლებში მუშაობდა და მის ხელში “სკუადრა აძურა” 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

სპორტული დირექტორის პოზიციაზე მალდინის ლეგენდარული კლაუდიო რანიერი შეცვლის. ამ პოზიციის დაკავების პოტენციურ კანდიდატთა სიაში ჯორჯო კიელინის სახელიც გამოჩნდა, თუმცა ყოფილმა იტალიელმა მცველმა დაადასტურა, რომ "იუვენტუსში" მუშაობით კმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ მანჩინი იტალიის შემდეგ საუდის არაბეთის ნაკრებს, შემდეგ კი კატარულ ალ-სადს წვრთნიდა, რომელთანაც კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები