იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
„მე გადადგომის შესახებ განაცხადს პრეზიდენტს დღეს საღამოს გადავცემ“, - განაცხადა მან.
მარიო დრაგის გადადგომის მიზეზი პოლიტიკური კრიზისი გახდა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა, კენჭისყრას დრაგის კოალიციის მთავარმა მოკავშირემ პოპულისტურმა „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოუცხადა. შედეგად დრაგის მთავრობის მომავალი კითხვითი ნიშნის ქვეშ დადგა.
შეგახსენებთ, მარიო დრაგი იტალიის პრემიერის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა. ის ადრე ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველის თანამდებობაზეც მუშაობდა.